27 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
"არავისთან შესახვეწი არაფერი გვჭირს.. მიგვაგდეს ასე, მოლდოვას რუმინეთი აღმოაჩნდა, ჩვენ კი არავინ აღმოგვაჩნდა" - მიტროპოლიტი იაკობი წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საკითხს გამოეხმაურა

ბოდბელი მიტროპოლიტის ქადაგება - მეუფე იაკობი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "არავისთან შესახვეწი არაფერი გვჭირს".

მეუფე იაკობმა ქვეყნის შიგნით ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველებმა ერთმანეთის სიძულვილი და ზიზღი უნდა დათმონ.

"არავისი შესახვეწი არაფერი არ გვჭირს, დღევანდლამდე მოაღწია ჩვენმა ერმა, კიდევ ერთხელ შევახსენებ ევროპას სულხან-საბას დროს რა გვიყო და მერე რას გვიშვებოდა, დღესაც რა გვიყო, მაგრამ ღმერთი არ გაგვწირავს, ყველამ რომ გაგვწიროს. მარტო ამერიკა ევროპასაც არ ყოფნის, შიგნით ვაჭრობები აქვთ და ამ ვაჭრობაში ჩვენ გარეთ დავრჩით, სამწუხაროდ. ამიტომ ნიანგის ცრემლები არ გვინდა არც ევროპელებისაგან, არც ჩვენებისაგან, მთავარია ერთად ვიყოთ... ევროპა ჩვენ ვართ, ჩვენ მოღალატეები არ ვართ და არავის ვღალატობთ, მიგვაგდეს ასე, მოლდოვას რუმინეთი აღმოაჩნდა, ჩვენ კი არავინ აღმოგვაჩნდა,"  - განაცხადა მიტროპოლიტმა იაკობმა

დღის ამბები