17 კაციანი ინფლუენსერთა ჯგუფი, საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სპეციალურად ჩამოვიდა.
ამერიკელი, კანადელი და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები, იმას, რასაც ქვეყნის ტურისტულ რაიონებში ნახავენ, მოგვიანებით საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე განათავსებენ.
პირველი გაჩერება ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის თბილისი აღმოჩნდა, თუმცა ინფულენსერები ეწვევიან რაჭას, სამცხე-ჯავახეთს და სამეგრელოსაც. ქართული ტურიზმის განვითარების პროექტს კი მხარს იუესეიდი და ამერიკის საელჩო უჭერს.