27 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
"შეიძლება დაუშვა დაბალი ბარიერი, რომ რაც შეიძლება მეტი ჯგუფი შემოვიდეს პარლამენტში სამუშაოდ" - გიორგი ვოლსკი

ოპოზიცია არასამთავრობო სექტორს ხვდება - უკვე ერთი საათია მსჯელობენ, რა დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს რიგგარეშე სხდომას, რომლის დანიშვნაც ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

ოპოზიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება. ასევე შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც დეპუტატების თქმით, შარლ მიშელის სულისკვეთებას ასახავს. კონსულტაციების მიზანი კი იმ გზების გამონახვაა, რომლითაც ქვეყანამ ევროპის 12 პირობა უნდა შეასრულოს.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა ბარიერის დაწევა.

"პირველი პუნქტი, დეპოლარიზაცია, გულისხმობს, რომ პოლიტიკურ სპექტრში არ უნდა იყოს მხოლოდ ორი მთავარი ძალა. ამის ერთადერთი შანსი არის 2%იანი ბარიერი, ამიტომ დასანიშნია რიგგარეშე სხდომა. ამის შემდეგ მოგვიწევს ყველაფერში ჩართვა და 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად მუშაობა," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი. 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის თქმით, დეპოლარიზაცია უნდა შედეგს. 

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა შედგეს დეპოლარიზაცია, ეს არ ნიშნავს პიროვნული და მეგობრული ურთიერთობების განვითარებას. ხალხი მოითხოვს იმ ურთიერთობების განვითარებას, რომელიც ქვეყნის სტაბილურობა და წინსვლა. ამისათვის რასაკვირველია შეიძლება დაუშვა დაბალი ბარიერი, რომ რაც შეიძლება მეტი ჯგუფი შემოვიდეს პარლამენტში სამუშაოდ. თუკი სამუშაოს ისევ საბოტაჟი ჩაანაცვლებს, რასაკვირველია ჯობია სტანდარტული 5%-იანი ბარიერის დატოვება,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები