27 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება - წელს გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს მათემატიკის გამოცდით გაგრძელდა. პირველი სესია 15:00 საათზე დაიწყო. ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდაზე, რომელიც 6 ივლისს დასრულდა, დარეგისტრირებული აბიტურიენტების 95% გამოცხადდა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა დაფიქსირდა როგორც აბიტურიენტების დაგვიანების, ასევე მოხსნის ოთხი ფაქტიც.

ბოლო მონაცემებით, აბიტურიენტების ინფიცირების რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდება, მათ გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით მომდევნო დღეებში ექნებათ ჩაბარების საშუალება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისის ბოლოს დასრულდება, წელს გამოცდების ჩაბარების სურვილი 41 000 მდე აბიტურიენტმა გამოთქვა.

დღის ამბები