27 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
საშინელი ტრაგედიაა, შინზო აბე იყო საქართველოს მეგობარი, ასევე ძლიერი საერთაშორისო ფიგურა - სალომე ზურაბიშვილის სამძიმარი

იაპონიის ექს - პრემიერზე მომხდარ თავდასხმას, საშინელი ტრაგედია უწოდა სალომე ზურაბიშვილმა.

"საშინელი ტრაგედიაა, მთელი საქართველო შოკირებულია. შინზო აბე იყო საქართველოს მეგობარი, ასევე ძლიერი საერთაშორისო ფიგურა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ,"- წერს საქართველოს პრეზიდენტი.

იაპონიის ყოფილ პრეზიდენტს დღეს საარჩევნო კამპანიის დროს დაესხნენ თავს და 2-ჯერ ესროლეს. 67 წლის პოლიტიკოსი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღის ამბები