27 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
თბილისის რიგით 25-ე ჯაზ ფესტივალი დაიწყო

შერატონ მეტეხი პალასში, თბილისის რიგით 25-ე ჯაზ ფესტივალი 5 გრემის მფლობელმა დაიანა რივსმა გახსნა. ამერიკელი ჯაზ მომღერალი მსმენელის წინაშე ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ ბენდთან ერთად წარსდგა.

დაიანა რივსი საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს. მისი თქმით, გუშინდელი კონცერტი დაუვიწყარი გამოვიდა. ჯაზ ფესტივალი კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მსოფლიოში ცნობილ ჯაზ მუსიკოსებთან ერთად მცირე სცენაზე ყოველ საღამოს კონსერვატორიის ჯაზ ფაკულტეტის სტუდენტები დაუკრავენ.

დღის ამბები