ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება - გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, 4 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შექმნეს 270 000-ს ლარზე მეტი ოდენობის ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომში გამოიყენეს ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.