იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინზო აბეს თავს დაესხნენ, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში ქალაქ ნარაში იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოსვლის დროს, გაისმა ორი გასროლის ხმა და ყოფილი პრემიერი მოულოდნელად დაეცა.
წინასწარი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.