ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი კალუში საქართველოშია. ხვალ, 8 ივლისს ისინი ბათუმში კონცერტს გამართავენ.
საერთაშორისო კონკურსი ჯგუფმა სიმღერით "სტეფანია" მოიგო, რომელმაც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.
ჯგუფის წევრები იმედოვნებენ, რომ კონცერტზე ბევრი ქართველი მსმენელი იქნება.