27 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე გაკეთდა აქცენტი სალომე ზურაბიშვილისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტის შეხვედრის დროსაც.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების სფეროში. ითქვა ასევე, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მზად არის, როგორც საქართველოს მეგობარი და პარტნიორი, ითანამშრომლოს ქვეყანასთან ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების მიმართულებით.

რობერტ სპანომ და საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრეს თუ რა შეუძლია გააკეთოს ევროპულმა სასამართლომ ოკუპაციის მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით დარეგულირების თვალსაზრისით.

დღის ამბები