27 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
თსუ ევროპის დედაქალაქების უნივერსიტეტების ქსელის, UNICA - ს წევრი გახდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის დედაქალაქების უნივერსიტეტების ქსელის, UNICA-Network of Universities from the Capitals of Europe წევრი გახდა. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, UNICA-Network of Universities from the Capitals of Europe 56 უნივერსიტეტს აერთიანებს ევროპის 41 დედაქალაქიდან.

"ქსელის მმართველი საბჭოს მიერ შეფასდა თსუ-ს ინტერნაციონალიზაციის მხრივ მიღწეული შედეგები და საერთაშორისო კვლევითი პროექტები. ქსელის მიზანია ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის მხარდაჭერა, წევრებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და უნივერსიტეტების მაქსიმალური ხელშეწყობა სწავლების, კვლევისა და ინოვაციების განვითარების თვალსაზრისით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, UNICA-ს რუკას კიდევ ექვსი უნივერსიტეტი და ევროპის ოთხი დედაქალაქი დაემატა.

ვულოცავთ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, სტუდენტებს, თანამშრომლებსა და კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას!" - აღნიშნულია თსუ-ს ინფორმაციაში.

დღის ამბები