წყალდიდობა ავსტრალიაში - გადაუღებელმა წვიმებმა კაშხლების ადიდება გამოიწვია. დატბორილია ასობით სახლი. სიდნეიში 50 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
სამხრეთ უელსის შტატის ხელისუფლებამ ღამით 23 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რითიც ფინანსური დახმარება გააქტიურდა მათთვის, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალდა.
ავსტრალიის ტერიტორიაზე სტიქია ელ ნინიოს სახელით ცნობილ ბუნებრივ მოვლენას უკავშირდება, რაც წყნარ ოკეანეში წყლის დათბობას გულისხმობს. უამინდობას ავსტრალიაში 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.