27 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და აგრძელებს მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას, თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოვლენის პარალელურად. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

პრემიერი ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს მჭიდრო პარტნიორ და მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს!  ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების  მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ვაგრძელებთ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას,  თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოვლენის პარალელურად,"- წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები