ზაფხულის სერიის პირველ მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ქუთაისში, "აია არენაზე" არგენტინა 15-ს დაუპირისპირდა და 24-30 დამარცხდა. პირველი ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 14:6 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნეს და სამწუხაროდ 6 ქულით წააგეს.
მომდევნო საქართველოს ნაკრები უკვე ბათუმის ახალ სტადიონზე 10 ივლისს იტალიის წინააღმდეგ გამართავს. თამაში 20 საათზე დაიწყება.