27 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
გვჭირდება 3 000 ადამიანი, ვდგებით „ქართული ოცნების“ ოფისთან - გიორგი მშვენიერაძე

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას შეკრებილი საზოგადოების ნაწილს მოუწოდა, რომ "ქართული ოცნების" ოფისისკენ გადაინაცვლონ

„ახლა პირველ ნაბიჯს გადავდგამთ, რადგან ხელისუფლებას ზუსტად ორ საათსა და 40 წუთში ეწურება ვადა, რომელიც ქართველმა ხალხმა მისცა. ეს ვადა იყო, გადამდგარიყო სამარცხვინო ღარიბაშვილი, მისი სამარცხვინო მთავრობით და მოგვცემოდა საშუალება, შეგვექმნა ეროვნული თანხმობის მთავრობა. არა ომისთვის, არამედ მშვიდობისთვის, არა არეულობისთვის, არამედ ევროკავშირისთვის. პირველი ნაბიჯი – გვჭირდება 3 000 ადამიანი თქვენგან, რომელიც მზად იქნება, მივიდეთ პირველ სიმბოლოსთან. პირველი სიმბოლო არის „ქართული ოცნების“ ოფისი. აქედან 3 000 ადამიანი, არც მეტი, არც ნაკლები. მე წამოვალ წინ და 3 000 ადამიანი ვდგებით „ქართული ოცნების“ ოფისთან. დანარჩენები რჩებით აქ და იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია და თუ ხელისუფლება მომდევნო საათებში, მომდევნო წუთებში არ გადადგამს ნაბიჯს უკან, ასეთი კერები ბევრი გაჩნდება. დანარჩენს, მე რომ აქ აღარ ვიდგები და ვიდგები იქ, დანარჩენს ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები გეტყვიან“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

დღის ამბები