27 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
ხელისუფლების სამოქმედო გეგმა იქნება შექმნას იმიტაცია, თითქოს ასრულებს ევროპულ დავალებას - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან

პარლამენტის წინ აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" მიმდინარეობს. ამჯერად აქციის მონაწილეები არაძალადობრივი და პრინციპული პროტესტის გაგრძელებაზე საუბრობენ. მათ უკვე თქვეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში "ქართულ ოცნებას" უნდობლობას უცხადებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, "ქართული ოცნების" გეგმა სამოქმედო გეგმის შესრულების იმიტაცია იქნება.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით მათი ხედვა არასდროს არ იყო რომ ულტიმატუმები უნდა წამოეყენებინათ. ბოკერიას იმედი აქვს, რომ ახლა მაინც, ყველა აქტიური ჯგუფი, მკაფიო პოზიციაზე დადგება.  

პარლამენტის წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ მისი, როგორც პოლიტიკოსის და ოპოზიციონერის ვალია, ხელი შეუწყოს იმ მოთხოვნების შესრულებას, რომლებსაც 100 ათასზე მეტი ადამიანი აყენებს.

"ორგანიზატორები გააგრძელებენ პროტესტს, როგორც მე ვიცი და დღეს თვითონ დააანონსებენ ამას, ამიტომ ამის იქით შეფასებაში მე ვერ წავალ, ჩემი ფუნქცია, როგორც პარლამენტის წევრის და ოპოზიციონერის, არის ის, რომ იმ მოთხოვნებს, რასაც აყენებს 100 ათასზე მეტი ადამიანი (გამოსული, თორემ "ოცნება" თვითონაც ამბობს, რომ 3,5 მილიონს უნდა ევროკავშირი), იმ მოთხოვნების შესრულებაში შევუწყო ხელი," - აცხადებს კორძაია.

პარლამენტის წევრი, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ხელისუფლების სამოქმედო გეგმა იქნება შექმნას იმიტაცია, თითქოს ასრულებს ევროპულ დავალებას. 

ავტორი : სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები