უზბეკეთის ქალაქი ნუქუსი არეულობამ მოიცვა. ადგილობრივი მოსახლეობა საკონსტიტუციო ცვლილებების გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოვიდა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.
სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, მანათობელი ყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეების მარტივად იდენტიფიცირებისთვის წყალი წითლად იყო შეღებილი.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეები სამთავრობო დაწესებულებების ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. მათი ქმედებები კი ხელისუფლების მიტაცების მცდელობად შეფასდა. დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც და ამბობენ, რომ აქცია, შესაძლოა, გარე ძალების მიერ იყოს მართული.
ადგილზე ვითარების გაცნობის მიზნით ქვეყნის პრეზიდენტი ჩავიდა. ყარაყალპაკეთში 2 აგვისტომდე საგანგებო დგომარეობა გამოაცხადა და რეგიონის საბჭოს წევრებს შეხვდა. შავკათ მირზიიოევის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმა ხალხის უკეთეს მომავალს უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ თუ საზოგადოება უკმაყოფილო იქნება, არაფერი შეიცვლება.