27 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით შეუძლებელია რაიმე რეალური შედეგის მიღწევა - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" იწყება. როგორც წინასწარ დაანონსდა, ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, სცენიდან აქტივისტები მოსახლეობას ახალ სამოქმედო გეგმას გააცნობენ. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ხალხის ძალას ვერავინ დაუპირისპირდება და იგი მოუწოდებს მთავრობას, დათანხმდნენ ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებას.

"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ რაც უფრო მალე მიხვდებიან, პოლიტიკური ძალები და სამოქალაქო აქტივისტები, რომ ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით შეუძლებელია რაიმე რეალური შედეგის მიღწევა ქვეყანა "სწორ გზას უფრო მალე დაადგება". 

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს სამართლიან არჩევნებს.

ავტორი : სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები