ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ზოგიერთი ხელმძღვანელის ინფორმაციით, მათ ანონიმური პირები ურეკავენ და ეკითხებიან, ხომ არ არიან გაფრთხილებული სუსიდან იმის შესახებ, რომ თბილისში აქციაზე არავინ უნდა გაუშვან. პროვოკაციაზე საუბრობენ ლანჩხუთისა და ქობულეთის საკრებულოების თავმჯდომარეები.
როგორც "კურიერს" ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესო ტაბიძემ განუცხადა, დღის განმავლობაში მასთან რამდენჯერმე დარეკეს მისთვის უცნობმა პირებმა ბრალდებით, თითქოს ის თანამშრომლებს აქციაზე გასვლას უკრძალავს. ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ვინ მიიღებს აქციაზე წასვლის გადაწყვეტილებას, ამას საკრებულოს წევრები და თანამშრომლები ინდივიდუალურად წყვეტენ.
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ანონიმური ზარები მასთანაც შევიდა ფიქრობს, რომ მიზანი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა.