27 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
ძალადობრივი ჯგუფების აქცია თბილისში და ევროკავშირის, NATO-ს და LGBTQ-ს დამწვარი დროშები - როგორი იყო "თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნითი დღე

დამწვარი დროშები და დამწვარი ტანისამოსი. "თბილისი პრაიდის" დასკვნით დღეს დედაქალაქის ქუჩებში რადიკალურად განწყობილი ჯგუფები გამოვიდნენ, ისინი ჯერ პარლამენტთან მივიდნენ, შემდეგ "ქართული ოცნების" ოფისთან, იქიდან ჭავჭავაძის გამზირზე ევროკავშირის ოფისსაც მიადგნენ, სადაც ევროკავშირის დროშა დაწვეს. ცეცხლი წაუკიდეს ლგბტ დროშასა და ნატოს სიმბოლოსაც.

მანამდე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ  საკუთარი თავის დაწვაც სცადა, შემდეგ კი შადრევანში ჩახტა. სამედიცინო დახმარება მას ადგილზე მისულმა შესაბამისმა სამსახურებმა გაუწიეს.

ამ დროისთვის ძალადობრივი ჯგუფების აქცია თითქმის უკვე დასრულებულია და ისინი რუსთაველის გამზირს ნელ-ნელა ტოვებენ.

დღის ამბები