27 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
ეს იყო უზრდელობა, მაგრამ ჩვენი ნაკრები არის ღირსეული - თეა წულუკიანი უკრაინა-საქართველოს საკალათბურთო მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე

უკრაინა-საქართველოს საკალათბურთო მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, საფინალო სირენის შემდეგ მეტოქის ლატვიელმა მწვრთნელმა საქართველოს გუნდის მისამართით უხამსი ჟესტი გამოიყენა, რამაც ქართველი კალათბურთელების გაღიზიანება გამოიწვია.

"ეს იყო უზრდელობა, მაგრამ ჩვენი ნაკრები არის ღირსეული. მინდა, მათ კიდევ ერთხელ პატივისცემა დავუდასტურო. ასევე ჩვენს საკალათბურთო გუნდს ჰყავს ძალიან ღირსეული მწვრთნელები და ხელმძღვანელობა, ფედერაციის პრეზიდენტი და ყველა ის ადამიანი, ვინც სპორტის სამინისტროსთან ერთად ქართული კალათბურთის განვითარებაზე ზრუნავს. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შევაფასეთ როგორც უღირსი საქციელი, რომელიც პასუხსაც კი არ იმსახურებს,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ავტორი: დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები