27 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
მათ საერთოდ არც სურთ ევროპა და სურთ უბრალოდ ხელისუფლების უკანონო გზით ჩამოცილება - თეა წულუკიანი ოპოზიციაზე

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად ყველა მხარის ჩართულობა მნიშვნელოვანია პროცესის ინკლუზიურობისთვის, თუმცა როგორც  თეა წულუკიანი ამბობს, ოპოზიციის არ მონაწილეობის შემთხვევაშიც ხელისუფლება თავის გასაკეთებელს მაინც გააკეთებს:

"ამ პუნქტების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთი ოპონენტი უარს აცხადებს მონაწილეობაზე. მათ საერთოდ არც სურთ ევროპა და სურთ უბრალოდ ხელისუფლების უკანონო გზით ჩამოცილება. ხელისუფლებიდან და პოლიტიკური პროცესებიდან ეს არის მათი მთავარი გეგმა, მიზანი და არა ის, რომ ქვეყანა ატარონ ევროპულ გზაზე. ამიტომაც გაისტუმრა ისინი ხელისუფლებიდან 2012 წელს ამომრჩეველმა, ჩვენ ყველას ვიწვევთ სამუშაო პროცესში იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, თუ ეს ვერ მოხერხდება რა თქმა უნდა ხელისუფლება თავის გასაკეთებელს მაინც გააკეთებს,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები