27 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
არეულობა ლიბიაში - დემონსტრანტები პარლამენტში შეიჭრნენ და შენობის ნაწილი გადაწვეს

არეულობა ლიბიაში - დემონსტრანტები პარლამენტში შეიჭრნენ და შენობის ნაწილი გადაწვეს. ცეცხლი ეკიდა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასაც, სადაც აქციის მონაწილეებმა საბურავები დაწვეს.

ამ დროისთვის ლიბიის პარლამენტთან სიწყნარეა. ფაქტს წინ რამდენიმეკვირიანი აქციები უძღოდა.

დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას და არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ლიბიაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟენევაში გაერო-ს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებზე პროგრესს ვერ მიაღწიეს.

ქვეყანა 2011 წლის გადატრიალებისა და მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ პოლიტიკურ ქაოსშია.

დღის ამბები