27 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
თურქეთს ჯერ კიდევ შეუძლია შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების დაბლოკვა - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ნატო-ში მადრიდის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთს ჯერ კიდევ შეუძლია შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების დაბლოკვა. როგორც თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, ისინი მოელიან რომ შვედეთი და ფინეთი დადებულ პირობებს შეასრულებენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ისინი მემორანდუმში ჩაწერილი საკითხების შესრულების შესაბამისად გადადგამენ ნაბიჯებს.

"ეს მემორანდუმი არის თურქეთის და ჩვენი ერის დიპლომატიური გამარჯვება რთული მოლაპარაკების პროცესის შემდეგ. ცხადია, ეს მემორანდუმი არის მხოლოდ დასაწყისი, მთავარი არის დადებული პირობის შესრულება. შემდეგ პერიოდში ჩვენ ზედმიწევნით დავაკვირდებით მემორანდუმში ჩაწერილი საკითხების შესრულებას და შესაბამისად გადავდგამთ ჩვენს ნაბიჯებს. ეს საქმე არ გამოვა, თუ ჩვენ არ დავამტკიცებთ პარლამენტში. პირველ რიგში, შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობები და ეს უკვე ტექსტშია, მაგრამ თუ ისინი არ შეასრულებენ ამას, მაშინ, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ გადავაგზავნით მას ჩვენს პარლამენტში," - აცხადებს ერდოღანი.

დღის ამბები