უკრაინაში ომის 128-ე დღეა. ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. დაშავებულია 30 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონში, 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმა, გასულ ღამეს განხორციელდა.
მძიმე ბრძოლები გრძელდება სევერო-დონეცკის მიმართულებით, ადგილზე უწყვეტად ისმის აფეთქებების ხმა. რუსულმა ჯარებმა შტურმით აიღეს ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და მასზე ნაწილობრივი კონტროლი დაამყარეს.
ასევე, დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
8 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსეთის სარაკეტო იერიშს ქალაქ მიკოლაივზე, დაბომბილია მაღალ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ადგილზე ამ დრომდე გრძელდება სამაშველო სამუშაოები.