27 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
მართავდა თუ არა "სირცხვილიას" "ფეისბუქის" გვერდს ადმინისტრატორი რუსეთიდან - ორგანიზაციის განმარტება და პარტიების შეფასებები

მართავდა თუ არა "სირცხვილიას" ვებგვერდს ადმინისტრატორი რუსეთიდან - მოძრაობის ფეისბუქგვერდის თავდაპირველი მონაცემების მიხედვით, ადმინისტრატორებს შორის ერთ-ერთი რუსეთის ტერიტორიიდანაც ფიქსირდებოდა. გამჭვირვალობის ველში გამოქვეყნებულ ამ ინფორმაციას მოძრაობის წევრები არ ადასტურებდნენ. შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის არცერთ წევრს რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მოძრაობის "ფეისბუქ" გვერდზე მონაცემები მართლაც მალე შეიცვალა. ამჯერად გამჭვირვალობის ველში ადმინისტრატორები მხოლოდ საქართველოდან დაფიქსირდა. ორგანიზაციამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ გვერდზე სხვადასხვა ტიპის წვდომა ჰქონდა 20-ზე მეტ ადამიანს, ორგანიზაციას და სარეკლამო ანგარიშს. მათივე განმარტებით, გვერდის ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა რეგიონის მითითების დროს რუსეთი მონიშნა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობაში" კომენტარისგან თავი შეიკავეს და თქვეს, რომ მეტი განმარტება თავად მოძრაობის წევრებმა უნდა გააკეთონ. პარტია "ლელოში" კი გარკვეული პროვოკაციაც არ გამორიცხეს.

მმართველი გუნდი მოძრაობის გარკვეული წევრებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმიან ურთიერთობებზე საუბრობს, რაც რუსულ კავშირებსა და დაფინანსებებზე უჩენთ ეჭვს.

ფეისბუქგვერდზე მონაცემების შეცვლის შემდეგ მოძრაობის წევრებს დამატებითი კომენტარი აღარ გაუკეთებიათ.

დღის ამბები