27 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
დედა ენის ბაღში მოძრაობა "სირცხვილიას" შეხვედრას სტუდენტებთან მცირე ინცინდენტი მოჰყვა

მცირე ინციდენტის ფონზე მიმდინარეობს მოძრაობა "სირცხვილიას" შეხვედრა სტუდენტებთან - დედა ენის ბაღში შეკრების მიზანი სამი ივლისის აქციისთვის მზადება და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებაა.

შეხვედრის ადგილას გამოჩნდნენ მოქალაქეების ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან როგორც დაგეგმილ აქციას, ასევე, მათ მოთხოვნებს. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ ეს არის ბრძოლა, რომელიც საქართველომ უნდა მოიგოს.

"ეს არის ბრძოლა, რომელიც საქართველომ და ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მოიგოს. ამ უზარმაზარი პესპექტივის ხელიდან გაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება,"- აცხადებს ქადაგიძე.

ხმაურის მიუხედავად, შეხვედრის ორგანიზატორებმა სიტყვით გამოსვლა შეძლეს და შეხვედრა უკვე დასრულდა. 

დღის ამბები