27 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
მხარს ვუჭერთ თქვენს მისწრაფებას, გახდეთ ნატოს სრულუფლებიანი წევრი - ლიეტუვის პრეზიდენტი

ნატოს ისტორიული სამიტი დასრულებულია. მადრიდში ლიდერებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. პირველად, ნატომ რუსეთს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის "ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე" უწოდა, ასევე, თავის რიგებში მიიწვია ფინეთი და შვედეთი, შეიმუშავა მომდევნო ათი წლის უსაფრთხოების გეგმა და დახმარება გაუზარდა უკრაინას. რაც შეეხება საქართველოს - ალიანსი აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს. ჩვენმა ქვეყანამ ახალი და გაძლიერებული დახმარების პაკეტი მიიღო - ასევე, ძალაში დარჩა ბუქარესტის გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკის შესახებ.

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას თქმით, ბუქარესტის სამიტზე გაცემული პირობა უნდა შესრულდეს, ამისთვის კი ნატოს კარი ღია უნდა იყოს საქართველოსთვის, უკრაინისთვის და ა.შ. მისი თქმით, ლიეტუვა მხარს დაუჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი.

"მნიშვნელოვანია რომ ბუქარესტის სამიტზე გაცემული პირობა შესრულდეს. პირობის შესასრულებლად კი ნატოს კარი ღია უნდა იყოს საქართველოსთვის, უკრაინისა და სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ ფინეთისა და შვედეთის მოწვევით ვაჩვენეთ პოლიტიკური ნება იმისა რომ მზად ვართ ალიანში ახალი წევრები მივიღოთ. საქართველო მომთმენი უნდა იყოს. თქვენ იცით, რომ ლიეტუვა და რეგიონის სხვა ქვეყნები არიან საქართველის მთავარი მხარდამჭერები ამ მიმართულებით.

ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს მისწრაფებას გახდეთ ნატოს სრულუფლებიანი წევრი. იქნება გარკვეული გზავნილები და სიგნალები მომდევნო სამიტზე, რომელიც ვილნიუსში გაიმართება. ლიეტუვა იქნება სამიტის მასპინძელი ქვეყანა. არ მინდა წინასწარ დაპირებები მოგცეთ, ცხადია რომ ჩვენ მტკიცედ დაგიჭერთ მხარს," - აცხადებს ნაუსედა.

დღის ამბები