ვრცელდება ფოტო მასალა, რომელზეც ოკუპანტების ტყვეობიდან უკრაინელი სამხედროების დაბრუნების პროცესია ასახული - მასალას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს გვერდი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ, ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი 144 უკრაინელი სამხედრო დაიბრუნა. მათ შორისაა "აზოვსტალის" ქარხნის 95 მცველი. მათგან 43 კი "აზოვის" პოლკის სამხედრო პირია.