27 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
პრემიერ ღარიბაშვილთან კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის ფოტოს ტვიტერზე აქვეყნებს და წერს, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას კვლავ აგრძელებს. 

"პრემიერ ღარიბაშვილთან კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

ეს ნამდვილად გეოსტრაგეიული მომენტია.

წინა კვირაში ევროპის საბჭომ საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ შემდგომშიც დავუჭიროთ მხარი ამ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესს," - წერს შარლ მიშელი. 

 

 

 

დღის ამბები