27 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
"გასაგები ხდება, რომ "გაყალბების" ისტორია მოგონილია და რეალურად სულ სხვა თამაში მიდის, რომლის ავტორები ნაცები არიან, ხოლო სხვა პარტიები ან უსინდისობის ან შიშის ან არასრული და კოლეგებისგან მიღებული მცდარი ინფორმაციის გამო ჩაერთვნენ" - სანდრო რაქვიაშვილი

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით წერს, სადაც თავად ოპოზიციის შიგნით არსებულ გაურკვევლობებზე და დაპირისპირებებზე, ასევე ცალკეული პარტიების დაფარულ ინტერესებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შედეგების "გაყალბების" ისტორია მოგონილია.

"გასაგები ხდება, რომ "გაყალბების" ისტორია მოგონილია და რომ რეალურად სულ სხვა თამაში მიდის, რომლის ავტორები "ნაცები" არიან, ხოლო სხვა პარტიები ან თავისი უსინდისობის, ან შიშის, ან როგორც ჩვენ შემთხვევაში, არასრული და კოლეგებისგან მიღებული მცდარი ინფორმაციის გამო ჩაერთვნენ." - წერს რაქვიაშვილი.

ამასთანავე, გირჩის ერთ-ერთი ლიდერი არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს, "გირჩიდან" ზურაბ ჯაფარიძის წასვლაზე და პარტიის გაყოფაზე საუბრისას კი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რომელთა შორის ერთ-ერთი, რაქვიაშვილის თქმით, გიგა ბოკერიას ფაქტორია.

"პარტიის დაშლის კიდევ ერთი ფაქტორი ბოკერიას კრახი გახდა, რის გამოც მის დამფინანსებელს ახალი პროექტი დასჭირდა. ამ პროექტს შეიძლება ახალი კოალიციის სახე მიეღო, სადაც შევიდოდნენ: ჯაფარა, ლიაკა (ელენე ხოშტარია, რომელიც დიდი ხანია რაც გწმპს, ანუ ევსაქებს, ტოვებდა) და ნიკა მელია (რომელსაც ასევე არ ქონდა კარგად ნაცებში საქმე).

"გირჩის" ბაზაზე ასეთი გაერთიანება ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე ჰაერში შექმნილი კოალიცია, მით უმეტეს რომ ამ პირობებში მათ არც დაფინანსებაზე შეექმნებოდათ პრობლემა (ნიშანდობლივია, რომ ჯაფარას წინასაარჩევნო დაფინანსების დიდი ნაწილი პორტალით არ გადიოდა და არ იყო საჯარო, რაც მიუთითებს, რომ ქართული პოლიტიკისათვის ჩვეული დაფინანსების არხებიც უკვე დამუშავებული იყო). რა თქმა უნდა, კოალიციას თავისი ტელევიზიაც მოემსახურებოდა - "ფორმულა" - რომელიც თავდაპირველად გწმპ-თვის იყო შექმნილი," - წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები