27 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია და ვერ დახურა ნატოს კარი - სტოლტენბერგი

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს და ემანუელ მაკრონს შეხვდა. ლიდერებს შორის მოლაპარაკებები მადრიდის სამიტის ფარგლებში შედგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს წევრი ქვეყნების პირველ პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ისტორიული სამიტის მეორე დღეს, სულ ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომდევნო ათი წლის გზამკვლევი - უსაფრთხოების კონცეფცია, ასევე მიღებულია ნატოს ქვეყნების ლიდერების დეკლარაცია. ორივე დოკუმენტში საუბარია საქართველოზე. ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს ღია კარის პოლიტიკას, ასევე ამტკიცებს დახმარების ახალ პაკეტს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის ომმა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისი გამოიწვია. მისი თქმით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულები რჩებიან.

"ჩვენმა ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოახდინონ ალიანსის ტრანსფორმირება. პრეზიდენტ პუტინის ომმა უკრაინაში გამოწვია ევროპის უსაფრთხოების რღვევა. ამ ფაქტმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისი გამოიწვია. დღეს ლიდერები შეთანხმდნენ რომ გააძლიერებენ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და ერთგული არიან ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების. ნატოს კარი ღიაა, რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია და ვერ დახურა ნატოს კარი. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა სუვერენული სახელმწიფოს უფლებას თავად აირჩიონ თავიანთი გზა. მსოფლიო უფრო საშიში გახდა.

სამყარო შეიცვალა და ჩვენც უნდა შევიცვალოთ. ამას ემსახურება ჩვენი სტრატეგიაც. ჩვენი ლიდერების მიერ შემუშავებულ კონცეფციაში ნათქვამია, რომ რუსეთი ყველაზე დიდი და პირდაპირი საფრთხეა ალიანსისთვის. უფრო სახიფათო და კონკურენტულ მსოფლიოში ჩვენ კიდევ უფრო ახლოს უნდა ვიმუშაოთ ისეთ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან, რომლებსაც ჩვენი მსგავსი შეხედულებები აქვთ. ჩვენ სამიტს ასევე შემოგვიერთდება ევროკავშირი, ფინეთი, შვედეთი და საქართველო," - აცხადებს სტოლტენბერგი.

დღის ამბები