27 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
მოვლენა, რომელიც საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება - ვატიკანის სიქსტის კაპელაში ქართული საგალობლები აჟღერდა

ქვეყნის ისტორიაში პირველად, ვატიკანის სიქსტის კაპელაში ქართული საგალობლები აჟღერდა. რომის პაპისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით, უნიკალური საგალობლები სამების საკათედრო ტაძრის გუნდმა შეასრულა. "შენ ხარ ვენახი", "ჩაკრულო", "ავე მარია", "ლილე" და კიდევ 17 ხალხური სიმღერა, რომელიც ქვეყანამ საუკუნეების განმავლობაში პირვანდელი სახით შემოინახა.

წმინდა პეტრეს ტაძარში უნიკალური ქართული საგალობლები და სიმღერები სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით საათნახევრის განმავლობაში სრულდებოდა. საღამო კი სამების საკათედრო გუნდისა და სიქსტის კაპელის ერთობლივად შესრულებული "ავე მარიათი" დასრულდა. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზებულ საღამოს  საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა.

ქართული საგალობლების კონცერტს პირდაპირ ეთერში მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის გადასცემდა ვატიკანის სატელევიზიო არხი. სიქსტის კაპელაში გამართულ კონცერტს "რუსთავი 2"-ის მაყურებელი სრულად 2 ივლისს 18:30 საათზე იხილავს.

დღის ამბები