27 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
"დახმარების პაკეტს მივიღებთ ისეთი პარტნიორებისთვის, როგორებიც არიან საქართველო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მოლდოვა" - "ნატოს" გენმდივანი დაგეგმილი სამიტის შესახებ

ხვალ ნატოს სამიტი იხსნება. მანამდე პირველი განცხადება უკვე გააკეთა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა დახმარების ახალ პაკეტზე ისაუბრა, რომელიც განკუთვნილი იქნება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორებიც არიან საქართველო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მოლდოვა.

"ნატოს სამიტის კვირა იქნება ტრანსფორმირებადი, იქნება მიღებული ბევრი გადაწყვეტილება, შემუშავდება ახალი სტრატეგიული კონცეფცია, ახალ რეალობასთან შესაბამისობაში. ვისაუბრებთ მომავალში უკრაინის მხარდაჭერაზე. მოველი რომ მკაფიოდ იქნება წევრებისგან აღიარებული რუსეთი, როგორც მთავარი საფრთხე, ასევე, ჩინეთიც. ჩვენი განხილვის მთავარი თემა იქნება ტერორიზმი, კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეები. ჩვენ ჩვენს სამხედრო ძალების ტრანსფორმირებას მოვახდენთ. გავაძლიერებთ ჩვენს უნარებს კრიზისებისა და კონფლიქტების მიმართულებით. ამისთვის მეტი ინვესტიცია გვჭირდება.

ეს არის სიტუაცია, რაც ცივი ომის შემდეგ არ ყოფილა. უკრაინელი ხალხის ერთგულება და სიმამაცე არის ჩვენთვის შთამაგონებელი. მნიშვნელოვანია, რომ სამიტზე პრეზიდენტი ზელენსკი მოგვმართავს. გაგრძელდება ჩვენი პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის მხარდაჭერა და დახმარება. ჩვენ სამიტზე მონაწილობას მიიღებენ საქართველო და ევროკავშირი. ჩვენ დახმარების ახალ პაკეტს მივიღებთ ისეთი პარტნიორებისთვის, როგორებიც არიან საქართველო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მოლდოვა," - აცხადებს სტოლტენბერგი.

დღის ამბები