27 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
ავარიულობასთან, კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში არ შესულა - ქვემო ქართულის რწმუნებული

მარნეულში იმ კორპუსის ექსპერტიზა უკვე დაიწყო, რომელიც დაადგენს, თუ რა გახდა აივნის ნგრევის მიზეზი. მოსახლეობა ამბობს, რომ მერიას განცხადებით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ამ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება არ ადასტურებს. დასკვნა რამდენიმე დღეში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ უნდა დადოს. 

ამასთან, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, აღნიშნული კორპუსიდან ავარიულობასთან დაკავშირებით განცხადება არ შესულა.

"მსგავსი ტიპის წერილი ავარიულობასთან, კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში არ შესულა. შეგიძლიათ, თქვენც გადაამოწმოთ. ამასთან დაკავშირებით შექმნილია კომისია, რომელიც სწავლობს ამ საკითხს, ასევე, ჩვენ მივმართავთ სამხარაულის საექსპერტო ბიუროს და დროულად მოვახდენთ შესწავლას ავარიულობის შესახებ. 

რამდენიმე ხნის წინ მოგეხსენებათ დმანისში სტიქია იყო და მარნეულში მიწისძვრა. 172 განცხადებაა არის მარნეულის მუნიციპალიტეტში შემოსული ავარიულობაზე და ამ კორპუსიდან ამ დროსაც კი წერილი არ არსებობს," - განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

ცნობისთვის, ტრაგედიის შედეგად დაღუპულია 2 ქალი. ერთი ორსული იყო. ბავშვის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს. სრულად არის ჩამონგრეული მე-4 და მე-5 სართულის აივნები. დაშავებული ბავშვები და ორსული ქალი, რომელიც გარდაიცვალა, ერთი ოჯახის წევრები არიან.

დღის ამბები