ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილის" აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად არ აღიარა. შესაბამისი გადაწყვეტილება ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.
კომიტეტმა სიტუაციის განვითარების ის შესაძლო სცენარებიც დაადგინა, რომელთა დროსაც მათი დასკვნა გადაიხედება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მომდევნო 3 კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება ან ვირუსის გენომი შეიცვლება.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია "მაიმუნის ყვავილის" აფეთქების შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 15 ივნისს დაფიქსირდა.
წყარო : "პრაიმტაიმი"