27 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
"ოკეან ელზი" დღეს ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება

უკრაინული მუსიკალური ჯგუფი Океан Ельзи / Okean Elzy საქართველოშია. სვიატოსლავ ვაკარჩუკი და მისი ბენდი, დაახლოებით, საათნახევარში Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე ქართველი მსმენელისა და ფესტივალის უცხოელი სტუმრების წინაშე წარსდგება.

Океан Ельзи / Okean Elzy​ და მისი სოლისტი აქტიურად უპირისპირდებიან რუსულ აგრესიას. ისინი ომის მიმდინარეობისას კონცერტებს მართავდნენ უკრაინის სხვადასხვა ქალაქში, თავშესაფრად ქცეულ მეტროსადგურებში, ასევე დანგრეული და დაბომბილი შენობების ფონზე, მაგალითად ხარკივში.

ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როდესაც ჯგუფმა ომში მყოფი ქვეყანა დატოვა და გასვლით კონცერტს მართავს. აქედან გამომდინარე, კონცერტი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

დღის ამბები