მარნეულში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მსხვერპლი გაიზარდა. აივნის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე სამართალდამცველები, ექსპერტ-კრიმინალისტები და მაშველები არიან მობილიზებულები.
არსებული ინფორმაციით, 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა, მოიყოლა მეოთხე სართულის აივანი, სადაც 40-წლამდე ქალი იმყოფებოდა, ის ადგილზევე გარდაიცვალა. ასევე შემთხვევის შედეგად, 2 დაშავებულიდან ერთ-ერთი ორსული ქალი გარდაიცვალა. მეორე დაშავებული კი მცირეწლოვანია. მას სამედიცინო დამხარება უტარდება.