27 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საერთაშორისო ტურნირზე ლევან საგინაშვილმა და ირაკლი ზირაქიშვილმა ჩემპიონობა მოიპოვეს

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, სახელად King Of The Table 4-ზე, ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა იგივე ჰალკმა ყველას დამაჯერებლად აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა. მასთან ერთად წარმატებით იასპარეზა ირაკლი ზირაქიშვილმაც და მანაც არავის დაუთმო პირველი ადგილი. ჩემპიონები თბილისში უკვე დაბრუნდნენ​.

ქართველ მკლავჭიდელებს გამარჯვება პირველმა ქუთაისელმა სთრონგმენმა, კონსტანტინე ჯანაშიამ მიულოცა. ქართველი ხარი ჩვენი ჩემპიონების საგულშემატკივროდ დუბაიში სპეციალურად ჩავიდა და გარდა ქომაგობისა, ექიმობაც გაუწია მეგობრებს.

თავად კონსტანტინე ჯანაშიამ მხრის ტრავმა სულ ახლახანს მოირჩინა და უძლიერეს მამაკაცთა ტურნირზე გასამგზავრებლად ემზადება. ქართველი სთრონგმენი საკუთარ ძალებს, ამერიკის შეერთებულ შტატებში აგვისტოში მოსინჯავს.

ქართველი სპორტსმენები სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ, ცოტას დაისვენებენ და მომდევნო ტურნირებისათვის მზადებას რამდენიმე დღეში დაიწყებენ.

 

ავტორი : დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები