27 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
"ძირითადად ზის, ან წევს" - მიხეილ სააკაშვილი დედამ მოინახულა

მიხეილ სააკაშვილი კვლავ კლინიკა "ვივამედში" განაგრძობს მკურნალობას. დღეს მესამე პრეზიდენტი მისმა დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა, რის შემდეგაც თქვა, რომ მდგომარეობა უცვლელი რჩება და ის კვლავ სუსტად არის.

გიული ალასანიამ კლინიკაში შესვლამდე ჟურნალისტებთან ბრიუსელში ვიზიტიც შეაფასა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და, ასევე, სააკაშვილის სამკურნალოდ ქვეყნიდან გაყვანის საკითხზე ევროპარლამენტარებს შეხვდა და მათ დეტალური ინფორმაციაც მიაწოდა.

"ძირითადად ზის, ან წევს ან ზის. როცა დგება, წაბარბაცდება ხოლმე და სჭირდება დრო რომ წონასწორობა რაღაცნაირად დაიცვას.

[ევროპარლამენტარები] ძალიან თანაუგრძნობენ და ცდილობენ, რომ ეს მდგომარეობა რაღაცნაირად შეცვალონ. ეს ხდებოდა ბრიუსელში. [რაც შეეხება სააკაშვილის სამკურნალოდ ქვეყნიდან გაყვანას] პირობად ჩაგვიწერეს და დანარჩენი ჩვენი გადასაწყვეტია და გასაკეთებელია. ძალიან ბევრი იმეორებდა იმას, რომ თქვენს გასაკეთებელ საქმეს, ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, დანარჩენი თქვენ უნდა გააკეთოთ," - განაცხადა გიული ალასანიამ.

დღის ამბები