27 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთელ ვაჟთა გუნდებს შორის ტურნირი ტარდება

ალექსანდრე ანპილოგოვის სახელობის თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში კალათბურთელ ვაჟთა გუნდებს შორის ტურნირი ტარდება. შეჯიბრებაში მონაწილეობას 230-ზე მეტი კლუბის 3000-მდე ბავშვი იღებს.

პარალელურად, პირველობისათვის იბრძვიან ჯუნიორ ენ-ბი-ეისა და სტუდენტური ლიგის მოთამაშეებიც.

დღეს 14 წლამდე ასაკის კალათბურთელების ცენტრალური შეხვედრა შედგა ზაზა ფაჩულიას აკადემიასა და ბათუმს შორის, რომელსაც თავად საქართველოს ნაკრების ვეტერანი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულიაც დაესწრო.

დღის ამბები