დიდი შვიდეულის სამიტის დაწყებამდე, მედიასთან ისაუბრა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა. ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის გამარჯვებას მაღალი ფასი ექნება. როგორც ჯონსონი ამბობს, მსოფლიო ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერის ფასი უნდა გააცნობიერონ.
"თქვენ იცით, ჩვენ გვაქვს ჩვენი გაზის ოთხი პროცენტი რუსეთიდან. გერმანიაში ეს არის 40 პროცენტი. ისინი რეალური ზეწოლის ქვეშ არიან. მათ ენერგია სხვაგან უნდა მოიპოვონ, ისინი ამას აკეთებენ. ისინი იღებენ მსხვერპლს, რადგან ხედავენ, რომ თავისუფლების ფასის გადახდა ღირს.
არ უნდა მოხდეს ისეთი დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის ძალადობრივი ოკუპაცია, როგორიც უკრაინაა და არ უნდა შეიცვალოს მისი საზღვრები ძალის გამოყენებით. ამის შედეგები, რაც ხდება მსოფლიოში, მძიმეა, მაგრამ უკან დახევის ფასი, პუტინისთვის წარმატების მიღწევის მიცემის ფასი, უკრაინისთვის უზარმაზარი ნაწილების ჩამოჭრის, მისი დამპყრობლური პროგრამის გაგრძელების ფასი, ბევრად მაღალი იქნება. აქ ეს ყველას ესმის" - განაცხადა ჯონსონმა.