წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში, ლარას უბანში, მიქავების საკარმიდამო ეზოში ძლიერი წვიმის შედეგად მიწა დაიძრა. საუბარია დაახლოებით 2 ჰა ფართობზე, სადაც თხილნარი და სიმინდია გაშენებული.
დაზიანებულია ეზოში დენის ბოძი, გაზის მილი და წყალსაქაჩი, რის გამოც უბანს კომუნიკაცია შეუწყდა.
ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დაადგენს მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხს.