რუსთავში ქალაქის მერიის და სამაშველო სამსახურები მთელი ღამე სტიქიის შედეგებს ებრძოდნენ. ძლიერმა ქარმა რუსთავში, გვიან ღამით სახურავები დააზიანა, მოტეხა მრავალწლოვანი ხეები, მოგლიჯა გარე განათების ელექტროსადენები.
ქარმა მე-7ა მიკრო რაიონსა და სარაჯიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. მშენებელთა და რუსთაველის ქუჩებზე, კი ხეები მოტეხა.
სტიქიამ ცენტრალურ პარკშიც მოტეხა ხეები და დააზიანა "ოქსიგენ ფესტისთვის" დამონტაჟებული სცენა და ინფრასტრუქტურა.
ადგილებზე მობილიზებული იყვნენ რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ "რუსთავ-სერვის ცენტრის" თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.