ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართა. რეჟისორმა ეკა სირაძემ სპექტაკლი "ყველი თაგუნასთვის" დადგა.
სპექტაკლი ფრანგი თაგუნას თავგადასავალზე მოგვითხრობს. 75-ე სეზონის ბოლოს თეატრი მაყურებლების წინაშე კიდევ ერთი პრემიერით წარსდგება.