27 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
პრემიერმა გაუწოდა ხელი ოპოზიციას თანამშრომლობისკენ, თუმცა პასუხად მივიღეთ აბსოლუტური უარყოფა - სოზარ სუბარი

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, "ქართული ოცნება" აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ევროკავშირის 12 პუნქტიანი მოთხოვნები შესრულდეს.

როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ამბობს, პირველ პუნქტთან დაკავშირებით მუშაობისთვის, რომელიც პოლარიზაციის დასრულებას გულისხმობს, მთავრობამ ოპოზიციას თანამშრომლობის ხელი უკვე გაუწოდა, თუმცა მისი თქმით, პასუხად უარყოფა მიიღო.

"ითქვა 12 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულების შემდეგ ავტომატურად ვიღებთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს. პირველი არის დეპოლარიზაცია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაუწოდა ხელი ოპოზიციას თანამშრომლობისკენ, რომ ერთად შევასრულოთ ქართველი ხალხის ეს სანუკვარი ოცნება. პასუხად მივიღეთ აბსოლუტური პოლარიზაცია, აბსოლუტური უარყოფა ამ გაწვდილი ხელის და არარეალური მოთხოვნები. ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ისინი არ აპირებენ ამ პროცესში მონაწილეობას. ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ," - ამბობს სოზარ სუბარი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერია, რომელსაც ევროპული პერსპექტივა სურთ.

"აქედან გამომდინარე არის სწორედ ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენ წინაშე დააყენა ევროსტრუქტურებმა, დეპოლარიზაცია. პოლიტიკურ პარტიებზე კი არ ზრუნავენ, არამედ საქართველოზე, საზოგადოებაზე, რომლის გახლეჩა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, პარტიებმა კეთილი უნდა ინებონ და კონსტრუქციული მიმართულებით განვითარებაზე უნდა ისაუბრონ," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

დღის ამბები