კახეთში ქართველი და უკრაინელი ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. სამდღიანი გასვლითი ღონისძიების ფარგლებში უკრაინელმა ბავშვებმა ქართველ თანატოლებთან ერთად მონაწილეობა სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ და სპორტულ აქტივობაში მიიღეს, რომელიც ფსიქოლოგების აქტიური ჩართულობით შემუშავდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლის ქართული და უკრაინულ ენოვანი სექტორების მოსწავლეები.