ისტორიული დღეა. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.
"ახლა ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ შემართებით მომდევნო თვეებში, რათა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.