27 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპისთვის კარგი დღეა, ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს და პრემიერ - მინისტრ ღარიბაშვილს

დღეს ევროპისთვის კარგი დღეა, ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, აღნიშნული ქვეყნები არიან ევროპული ოჯახის ნაწილი და დღეს ლიდერების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა.

"დღეს კარგი დღეა ევროპისთვის. ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს. თქვენი ქვეყნები არიან ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი, დღეს ლიდერების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსული იმპერიალიზმის წინაშე, ეს აძლიერებს ევროპას.

"ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს შეხედულებებს. უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს – ყველას აქვთ საქმე, ვიდრე შემდეგ ეტაპზე გადავლენ ვიცი, რომ სწრაფად იმოქმედებენ. მათ იციან, რამდენად გადამწყვეტია ეს მათი დემოკრატიებისთვის, ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის.

ეს გადაწყვეტილება ყველას გვაძლიერებს. ეს გადაწყვეტილება აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსული იმპერიალიზმის წინაშე. ეს აძლიერებს ევროპას, რადგან კიდევ ერთხელ აჩვენებს სამყაროს, რომ ჩვენ ერთიანები ვართ საგარეო საგრთხეების წინაშე“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

დღის ამბები