27 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
"ხელისუფლების აყირავება და გაყრა" - როგორია ოპოზიციის გეგმა

ოპოზიციის გეგმა  - 20 ივნისის მასშტაბური აქციის შემდეგ ისევ გაჩნდა ლექსიკონში სიტყვები "ხელისუფლების აყირავება და გაყრა".

თაკო ჩარკვიანი არ მალავს, რომ ოპოზიციაში ამ მიმართულებით საუბარი მიდის, თუმცა აცხადებს, ომ ხელისუფლების ე.წ. აყირავება კონსტიტუციის ფარგლებში უნდა მოხდეს. ეს რიტორიკა ოპოზიციის ნაწილისთვის უკვე მიუღებელია, ნაწილი კი  24 ივნისს ელოდება.

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ, მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი, ხვალინდელი აქციის გაგრძელების სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს. "საიდან დაიწყონ და ვისით დაიწყონ?" - ხვალ ამ კითხვის დასმას აქციის ორგანიზატორი აპირებს. 

კადრებში ისმის, რომ მოძრაობის წარმომადგენლები 24 ივნისის აქციას და იმ გეგმას განიხილავენ, რომელიც შესაძლოა მათ ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ განახორციელონ.

გავრცელებულ ჩანაწერს მალევე გამოხეუმაურნენ "სირცხვილიას" წევრები. მოძრაობაში ამბობენ, რომ მათ გეგმაში არეულობების მოწყობა არ შედის, განმარტავენ, რომ დაგეგმილი პროტესტი იქნება არაძალადობრივი.

ჩანაწერი, რომელიც მედიაში გავრცელდა უკვე შეაფასეს "ქართულ ოცნებაში". მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ამ კადრებმა დაადასტურა ის, რომ დაგეგმილი აქციებით ორგანიზატორებს ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურთ.

ხელისუფლების ცვლილების ყველანაირ ფორმას განიხილავს პოლიტიკოსების ნაწილიც. "კანონი და სამართლის" ლიდერი ამბობს, რომ ამ საკითხზე უკვე აქტიურად მსჯელობს ოპოზიცია.

თაკო ჩარკვიანს მალევე უპასუხეს ადრესატებმა. ალეკო ელისაშვილმა "კანონის და სამართლის" ლიდერს ურჩია მოქალაქეებზე საუბარს თავი დაანებოს, "გირჩმა" კი პარლამენტის დატოვება, ამ ეტაპისთვის გამორიცხა.

ოპოზიციის ნაწილისთვის უცნობია, რა კონსულტაციებზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი. "ლელოსა" და "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს თქვეს, რომ ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა მოხდეს.

ოპოზიციის გეგმებს პასუხობენ მმართველ პარტიაში, სადაც ამბობენ, რომ ოპონენტებს ხელისუფლების ცვლილების რესურსი არ გააჩნიათ. "ქართული ოცნების" წევრების აზრით ის, რაზეც პოლიტიკურ პარტიებში საუბრობენ მხოლოდ ერთს,  ქვეყანაში არეულობას ემსახურება.

კონკრეტულად რაზე შეთანხმდება ოპოზიცია ჯერ უცნობია. ისინი ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას და ხვალ დაგეგმილ აქციას ელოდებიან. სავარაუდოდ, მათი გეგმების შესახებ სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

დღის ამბები